ვაკანსიები
ჩვენ შესახებ
დატოვე CV
LinkedIn
Facebook
ბმულის კოპირება
დატოვე CV
ვაკანსიები
ჩვენ შესახებ
- აირჩიეთ ლოკაცია -
თბილისი
გარდაბანი
გაფილტვრა
განულება
დასახელება
თარიღი
ფილტრი
სტაჟირება ლაბორატორიაში
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-07-02 - 2026-08-03
ნუტრიმაქსი საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად ორ მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის. კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე. სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ. დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: www.nutrimax.ge კომპანია ,,ნუტრიმაქსი“ აცხადებს სტაჟირებას ლაბორატორიაში (3-6 თვის ვადით). მდებარეობა: ზემო ფონიჭალა ან გამარჯვება (ორივე ლოკაციაზე თითო ვაკანტური ადგილი) სამუშაო დღეები და ანაზღაურება: შეთანხმებით (3 დღე - 600 ლარი; 4 დღე - 700 ლარი და 5 დღე - 800 ლარი). სამუშაო საათები: 09:00- 17:30 კომპანია უზრუნველყობს: კვებას და ტრანსპორტირებას მეტრო ისნის ტერიტორიიდან. სტაჟიორი მონაწილეობას მიიღებს შემდეგ პროცესებში: ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, საკვებისა და ნედლეულის ხარისხის კონტროლი; ნიმუშების მიღება აღრიცხვა და რეპორტების წარდგენა; ლაბორატორიაში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი; წარმოების ნიმუშების აღება და შემოწმება; მიღებული შედეგების დადარება შედაბამის ნორმებთან; ლაბორატორიაში არსებული დანადგარების მოვლა; დაკალიბრება გაწერილი პერიოდულობით; შესაბამისი სამუშაო ფორმებისშევსება; ექსპერიმენტებში ჩართულობა; გარე ლაბორატორიებისთვის ნიმუშების მომზადება; გარე ლაბორატორიული მონაცემების მონიტორინგში ჩართულობა. ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესიგანათლება კვების ტექნოლოგიის/ქიმიის/ბიოლოგიის მიმართულებით; საოფისე პროგრამების (MS office) ცოდნა; სასურველია ინგლისური B2 და რუსული ენების A2 დონეზე ცოდნა; სასურველია მსგავს ან მომიჯნავე სფეროში მუშაობის მცირედი გამოცდილება. უნარ-ჩვევები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ორიენტირებულობა ხარისხსა და შედეგებზე; დეტალებზე ორიენტირებული; დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი; როგორც გუნდური ასევე ინდივიდუალური მუშაობის უნარები. გისურვებთ წარმატებას! ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
ლოკაცია: გარდაბანი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-06-11 - 2026-07-16
ნუტრიმაქსი საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად 2 მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის. კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე. სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ. დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: www.nutrimax.ge კომპანია „ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: სოფელი გამარჯვება. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი -პარასკევი, 09:30-17:30საათი; ანაზღაურება: 1800 ₾ (ხელზე ასაღები თანხა) ძირითადი მოვალეობები: წარმოების პროცესების ეფექტური კონტროლი გადახრების დროულად და რაც შეიძლება სრულყოფილად იდენტიფიცირებისათვის; იდენტიფიცირებული დარღვევების შესახებ რეგულარული, დროული და ინფორმატიული რეპორტების წარმოება; შეუსაბამობების მიზეზების დადგენაში მონაწილეობა და რეკომენდაციების გაცემა; აღმოჩენილი გადახრების აღმოფხვრის ღონისძიებების მონიტორინგი და ეფექტურობის შეფასება; კონტროლის გეგმის მიხედვით ყოველდღიური საქმიანობის მკაფიოდ განსაზღვრა; კონტროლის მეთოდებისა და მექანიზმების საუკეთესო პრაქტიკების მოძიება და დანერგვა; საკონტროლო წერტილებისა და კონტროლის მექანისმების განსაზღვრაში მონაწილეობა; საკონტროლო წერტილების თანმიმდევრობისა და დროების განსაზღვრა წარმოების პროცესში მიმდინარე კონტროლისას მინიმალური შეფერხებით ჩასატარებლად და შესაბამისი მექანიზმების განვითარება; კონტროლის გეგმის ზედმიწევნით შესრულება; კონტროლის შედეგების შედარებითი ანალიზი წინა პერიოდებთან (მაგალითად, თვის, კვარტლის ან წლიური ცვლილებები); თანამშრომელთა ცოდნის გაღრმავება ხარისხის მოთხოვნებისა და კონტროლის პროცესების შესახებ; საწარმოს გუნდთან რეგულარული სამუშაო შეხვედრების ჩატარება; შედგენილი დოკუმენტაციის რეპორტინგის ერთიან ბაზაში ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა. ძირითადი მოთხოვნები: განათლება - უმაღლესი განათლება სურსათის უვნებლობის, კვების ტექნოლოგიის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით; სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ინგლისური ენა B2, რუსული B1; ციფრული პლათფორმების და საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft – MS OFFICE, Teams, Planne, Sharepoint). ძირითადი სტანდარტების, რეგულაციების და გაიდლაინების ცოდნა - HACCP, ISO 22000. პიროვნული უნარები: გუნდური მუშაობის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დეტალებზე ორიენტაციის უნარი; დროის მენეჯმენტი; დისციპლინარულობა. დამატებითი ბენეფიტები: ტრანსპორტირება (მეტრო ისნიდან ან ქალაქ რუსთავიდან) კვება ჯანმრთელობის დაზღვევა ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
დასახელება
თარიღი
- აირჩიეთ ლოკაცია -
თბილისი
გარდაბანი
გაფილტვრა
განულება
1
2
ჩანაწერების რაოდენობა : 12
გვერდზე ჩანაწერების რაოდენობა :
10
25
50
100
250
500
1000
გვერდების რაოდენობა : 2