ფოტო
დამხმარე ოპერატორი
brand1
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-11-10 - 2026-12-11
კომპანია „ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას ელევატორის დამხმარე ოპერატორის პოზიციაზე.„ნუტრიმაქსი“ ფერმერული და კომპანიონი ცხოველების საკვების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც მუდმივად ზრუნავს წარმოების განვითარებასა და გუნდის გაძლიერებაზე.ძირითადი მოვალეობები:ელევატორის ოპერატორების დახმარება ყოველდღიური სამუშაო პროცესების განხორციელებაში;ნედლეულის მიღების, გადატვირთვისა და გადაადგილების პროცესში მონაწილეობა;ელევატორის დანადგარებისა და მოწყობილობების მუშაობის პროცესის მონიტორინგში დახმარება;სამუშაო სივრცისა და დანადგარების სისუფთავის უზრუნველყოფა;ტექნიკური გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში პასუხისმგებელი პირის ინფორმირება;შრომის უსაფრთხოების წესებისა და კომპანიის შიდა რეგულაციების დაცვა.საკვალიფიკაციო მოთხოვნები:სასურველია საწარმოო გარემოში მუშაობის გამოცდილება;ტექნიკური საკითხების მიმართ ინტერესი და სწავლის სურვილი;ფიზიკური სამუშაოს შესრულების მზაობა;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალების მიმართ ყურადღება;გუნდური მუშაობის უნარი და დისციპლინირებულობა.ჩვენ გთავაზობთ:სტაბილურ სამუშაო გარემოს;პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარების შესაძლებლობას;გამოცდილ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;პროფესიული ზრდის პერსპექტივას.სამუშაო ადგილი: ზემო ფონიჭალა, ლ.ღოღობერიძის 67ბსამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00; შაბათი 09:00-16:00ანაზღაურება: 1500 ლარიკომპანია უზრუნველყოფს: კვებას, ტრანსპორტირებას (ისნის მეტროს ტერიტორიიდან), ჯანმრთელობის დაზღვევას.დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე. გისურვებთ წარმატებას!
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
brand1
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-11-09 - 2026-12-31
ნუტრიმაქსი საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად 2 მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე  ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის.  კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.  სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.  დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: www.nutrimax.ge   კომპანია ,,ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი - ფონიჭალა, ლ.ღოღობერიძის 67ბსამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00, შაბათი 09:00-16:00.ანაზღაურება - 2000 ლარი (ხელზე ასაღები);  დამატებითი ბენეფიტები - ტრანსპორტირება (მეტრო ისნიდან); კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა. ძირითადი მოვალეობები: საფრთხეების იდენტიფიცირება; რშეფასება; მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა; უსაფრთხოების წესების დანერგვა და კკონტრლი; შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის შექმნა და დამუშავება; ინდივიდუალური დაცვის საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი; ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარება; შრომის უსაფრთხოების საკითხებში საკანონმდებლო სიახლეების ცოდნა და გაზიარება; ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.  ძირითადი მოთხოვნები: შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სერთიფიკატი ან დიპლომი (უპირატესობა მიენიჭება დიპლომს);უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული)მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე (განსაკუთრებით მაღალი რისკების მქონე დაწესებულებაში, მაგალითად, საწარმოში ან სამშენებლო სფეროში);უნარ-ჩვევები:  კომუნიკაბელური;  მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;  დეტალებზე ორიენტირებული;  დოკუმენტებთან მუშაობის უნარი;  ინოვაციური. 
შიდა აუდიტორი
brand1
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-11-03 - 2026-12-06
ნუტრიმაქსი 2009 წლიდან ოპერირებს საქართველოში და წარმოადგენს ცხოველთა კვების ინდუსტრიის ერთ-ერთ წამყვან კომპანიას. კომპანია აერთიანებს ორ მაღალტექნოლოგიურ საწარმოს, თანამედროვე ლაბორატორიებსა და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ წარმოების პროცესს.  ნუტრიმაქსის პროდუქციის პორტფელი მოიცავს გადაწყვეტილებებს ფერმერული მეურნეობებისთვის, აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველების კვების მიმართულებით. კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია როგორც საქართველოს, ისე ამიერკავკასიის, შუა აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.   2026 წლის მაისიდან ნუტრიმაქსი ფუნქციონირებს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის სტატუსით. ამავე პერიოდში კომპანიამ კაპიტალის ბაზარზე წარმატებით განახორციელა საჯარო ობლიგაციებისსადებიუტო ემისია.   კომპანიის საქმიანობას ზედამხედველობს სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო მისი კორპორაციული მართვის სისტემა ეფუძნება გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და გრძელვადიანი მდგრადი განვითარებისპრინციპებს.   დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ: www.nutrimax.ge   ნუტრიმაქსი აცხადებს ვაკანსიას შიდა აუდიტორის პოზიციაზე.შიდა აუდიტორი დამოუკიდებლად და ობიექტურად აფასებს კომპანიის რისკებს, შიდა კონტროლისა და მმართველობითი პროცესების ეფექტიანობას, მათ შორის დამტკიცებულ პოლიტიკებთან შესაბამისობას.  იგი ავლენს მნიშვნელოვან რისკებსა და ხარვეზებს, შეიმუშავებს გაუმჯობესების რეკომენდაციებს და აუდიტის კომიტეტსა და სამეთვალყურეო საბჭოს აწვდის დამოუკიდებელ შეფასებებს.დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად შიდა აუდიტორს უნდა ჰქონდეს უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობა აუდიტის კომიტეტთან და წვდომა აუდიტისთვის საჭირო ინფორმაციაზე, დოკუმენტებსა და თანამშრომლებთან. სამუშაო ადგილი: თბილისი, ორთაჭალა, ვახტანგ გორგასლის ქუჩასამუშაო განრიგი: ორშაბათი – პარასკევი | 09:30 – 17:30ანგარიშვალდებულება: აუდიტის კომიტეტი და სამეთვალყურეო საბჭო ძირითადი პასუხისმგებლობები:რისკების შეფასება და შიდა აუდიტის წლიური გეგმის შემუშავება, აუდიტის კომიტეტთან კონსულტაციით; კომპანიის ფინანსური, საწარმოო და საოპერაციო პროცესების (მათ შორის შესყიდვების, მარაგების, თვითღირებულების, გაყიდვებისა და დისტრიბუციის) აუდიტი და დასაბუთებული ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება; შიდა კონტროლის გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება და მენეჯმენტისათვის წარდგენა; რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი შეთანხმებული ვადებისა და პასუხისმგებელი პირების გათვალისწინებით; აუდიტის კომიტეტისთვის შედეგების რეგულარული წარდგენა და წლიური შეფასების მომზადება; გარე აუდიტორთან და თემატური აუდიტების შემსრულებელ გარე ექსპერტებთან კოორდინაცია, საჭირო გარე ექსპერტიზის განსაზღვრა და აუდიტის კომიტეტისთვის რეკომენდაციის წარდგენა; მხილების სისტემით შემოსული ფაქტების წინასწარი შეფასება და შესაბამისი მანდატის ფარგლებში მოკვლევაში მონაწილეობა;  ახალი პროცესებზე საკონსულტაციო რეკომენდაციების გაცემა დამოუკიდებლობის შენარჩუნებით.  ძირითადი მოთხოვნები:სავალდებულოუმაღლესი განათლება (მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი) ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;მინიმუმ 3 წლის გამოცდილება შიდა ან გარე აუდიტში, შიდა კონტროლის ან რისკების მართვის სფეროში;ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.სასურველიCIA (Certified Internal Auditor) - შიდა აუდიტორის მთავარი საერთაშორისო სერტიფიკატი, ან მისი მოპოვების პროცესში ყოფნა; ალტერნატივად: ACCA ან CPA სერტიფიკატი (სრული ან ნაწილობრივი);საწარმოო ან სწრაფად ბრუნვადი საქონლის სექტორში აუდიტის გამოცდილება: შესყიდვები, მარაგების აღრიცხვა, თვითღირებულება, მიწოდების ჯაჭვი, გაყიდვები და დისტრიბუცია; გამოცდილება წამყვან აუდიტორულ კომპანიაში; დამოუკიდებლად ჩატარებული აუდიტების ან აუდიტორული პროექტების წარმართვის გამოცდილება; რუსული ენის ცოდნა. უნარები:სისტემური აზროვნება და პროცესების შეფასების უნარი; შიდა კონტროლისა და რისკების შეფასების მეთოდოლოგიების ცოდნა; ანალიტიკური უნარები და მონაცემებთან მუშაობის უნარი; ანგარიშების მომზადებისა და აღმოჩენების მკაფიოდ წარდგენის უნარი; დამოუკიდებლობა, ობიექტურობა და კონფიდენციალურობის დაცვა;  გთხოვთ გაითვალისწინოთ: კანდიდატი არ უნდა იყოს დაკავშირებული კომპანიის მენეჯმენტთან, მფლობელებთან ან მათთან დაკავშირებულ პირებთან. თუ კანდიდატი ბოლო პერიოდში მუშაობდა იმ აუდიტორულ კომპანიაში, რომელიც Nutrimax-ის გარე აუდიტს ახორციელებს, ეს გარემოება ინტერესთა კონფლიქტის თვალსაზრისით ცალკე უნდა შეფასდეს.   ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. 
ტექნიკოსი
brand1
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-10-06 - 2026-12-31
ნუტრიმაქსი საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად 2 მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე  ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის.   კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.  სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.  დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: www.nutrimax.ge  კომპანია ,,ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი - ზემო ფონიჭალა;ანაზღაურება - 2 000 ლარი + ბონუსისამუშაო გრაფიკი - 6 სამუშაო დღე კვირაში (ორშაბათი - ოთხშაბათი 09:00-18:00,  პარასკევი - შაბათი 09:00-18:00, ხუთშაბათი 09:00-16:00); დამატებითი ბენეფიტები - ტრანსპორტირება (მეტრო ისნიდან და რუსთავიდან); კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა;ძირითადი მოვალეობები:საწარმოს მექანიკური მოწყობილობების და აღჭურვილობების პროფილაქტიკური ტექნიკური მომსახურების და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარება წარმოების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად; მექანიკური მოწყობილობების ცვეთის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მაკორექტირებელი ქმედებების განხორციელება; სამუშაო ინსტრუმენტების, ხელსაწყოების და აღჭურვილობის მოვლა, უსაფრთხო და ფუნქციონალურ მდგომარეობაში მათი შენარჩუნება; სიმაღლეზე ტექნიკური სამუშაოების განხორციელება შესაბამისი უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით. მოწყობილობების და დანადგარები ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი „GoAudit”-ის პროცედურების მიხედვით. შესრულებული სარემონტო სამუშაოების დაფიქსირება და გახარჯული სარემონტო მასალების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის. უშუალო ხელმძღვანელის მითითებით საწარმოო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება; ტექნიკური სამუშაოების შესრულება შრომის უსაფრთხოების წესების დაცვით. ძირითადი მოთხოვნები:განათლება: ზოგადი ტექნიკური  ან პროფესიული სამუშაო გამოცდილება: სპეციალობით მუშაობის მინიმუმ 1 წელი;  უნარ-ჩვევები:სხვადასხვა სირთულის ტექნიკური სამუშაოების შესრულების უნარი; მექანიკური და ელექტრო-მექანიკური სამუშაო ინსტრუმენტების, ხელსაწყოების და აღჭურვილობის ძირითადი ტექნიკური პარამეტრების ცოდნა და მათი უსაფრთხოდ გამოყენების წესები; სიმაღლეზე ტექნიკური სამუშაოების შესრულები უნარი; საწარმოებში არსებული დანადგარების და მოწყობილობების ტექნიკური ნაწილის მომსახურებასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა; დამატებითი მოთხოვნები: მინიმალური საშემდუღებლო სამუშაოების წარმოების ცოდნა; სასურველია კანდიდატი ცხოვრობდეს საწარმოს მიმდებარე ლოკაციაზე (ორთაჭალა, ისანი, ვარკეთილი, ფონიჭალა, რუსთავი, თელეთი და ა.შ).ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობი გათვალისწინებული წესის შესაბამისად.გისურვებთ წარმატებას!
საწარმოო დანადგარის ოპერატორი (გრანულატორი)
brand1
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-09-07 - 2026-12-31
კომპანია „ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას გრანულატორის ოპერატორის პოზიციაზე.„ნუტრიმაქსი“ საკვების წარმოების სფეროში 15-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც აერთიანებს ორ მაღალტექნოლოგიურ საწარმოსა და მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებს.კომპანია აწარმოებს საკვებს ფერმერული მეურნეობებისთვის, აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის. „ნუტრიმაქსის“ პროდუქცია წარმოდგენილია როგორც ადგილობრივ, ისე ამიერკავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.nutrimax.geპოზიცია: გრანულატორის ოპერატორისამუშაო ადგილი: ფონიჭალა, ლ. ღოღობერიძის 67ბსამუშაო გრაფიკი: დინამიური, ცვლადი გრაფიკიანაზღაურება: 1 700 ლარიდამატებითი ბენეფიტები:ტრანსპორტირება მეტრო ისნიდან;კვება;ჯანმრთელობის დაზღვევა.ძირითადი მოვალეობები:გრანულატორის დანადგარის პროგრამული მართვა;დანადგარის ტექნოლოგიური და ტექნიკური პარამეტრების კონტროლი;დანადგარის მუშაობისა და საწარმოო პროცესის მონიტორინგი;წარმოების პროცესში პარამეტრების შესაბამისობის კონტროლი;დამზადებული პროდუქტის ფიზიკური მახასიათებლების კონტროლი;დანადგარის მუშაობის პროცესში შესაძლო ტექნიკური გადახრების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;სამუშაო პროცესისა და უსაფრთხოების დადგენილი წესების დაცვა.ძირითადი მოთხოვნები:სასურველია უმაღლესი განათლება, თუმცა განვიხილავთ საშუალო ან პროფესიული განათლების მქონე კანდიდატებსაც;დანადგარებთან ან საწარმოო მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;ტექნიკური მიმართულებით ინტერესი და ტექნიკური აზროვნება;დეტალებზე ორიენტირებულობა;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;გუნდში მუშაობის უნარი.პოზიცია განსაკუთრებით საინტერესოა კანდიდატებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ტექნიკა, საწარმოო პროცესები და თანამედროვე დანადგარებთან მუშაობა.ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვასა და დამუშავებაზე რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.გისურვებთ წარმატებას!
დაფასოების ოპერატორი
brand1
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-09-01 - 2027-01-07
კომპანია „ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას დაფასოებისა ოპერატორის პოზიციაზე.პოზიციაზე განვიხილავთ როგორც გამოცდილ, ისე დამწყებ კანდიდატებს.გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სამუშაო სრულდება საწარმოო გარემოში და მოიცავს ფიზიკურ დატვირთვას - ფეხზე დგომას, პროდუქციისა და ტომრების გადაადგილებას, ასევე აქტიურ ჩართულობას დაფასოებისა და წარმოების პროცესში.სამუშაო ადგილი: ფონიჭალასამუშაო გრაფიკი: ცვლადი, დინამიური გრაფიკიანაზღაურება: საშუალოდ 2 000–2 300 ₾ - ანაზღაურება დამოკიდებულია და იზრდება დაფასოებული პროდუქციის მოცულობის შესაბამისად.ბენეფიტები:ტრანსპორტირება მეტრო ისნიდან და რუსთავიდან;კვება;ჯანმრთელობის დაზღვევა.ძირითადი მოვალეობები:მზა პროდუქციის დაფასოება და შესაბამის ტომრებში განთავსება;დაფასოების პროცესში პროდუქციისა და ტომრების ხარისხის კონტროლი;პროდუქციის წონისა და შეფუთვის სისწორის კონტროლი;დაფასოების ხაზის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა;პროდუქციისა და ტომრების ფიზიკური გადაადგილება;დაფასოების პროცესთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების კონტროლი;ეტიკეტირებული ტომრების მიღება და აღრიცხვა;წარმოების შესაბამისი ბლანკებისა და ჩანაწერების შევსება;სამუშაო სივრცეში სისუფთავისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.ძირითადი მოთხოვნები:საშუალო განათლება;ფიზიკური დატვირთვით სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა;პასუხისმგებლობისა და ყურადღების მაღალი დონე;გუნდში მუშაობის უნარი;მსგავს პოზიციაზე ან საწარმოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო.კომპანიის შესახებ:„ნუტრიმაქსი“ საკვების წარმოების სფეროში 15-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც აერთიანებს ორ მაღალტექნოლოგიურ საწარმოსა და თანამედროვე ლაბორატორიებს.კომპანია აწარმოებს საკვებს ფერმერული მეურნეობებისთვის, აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის. პროდუქცია წარმოდგენილია როგორც საქართველოში, ისე ამიერკავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.დამატებითი ინფორმაცია: www.nutrimax.geდაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვასა და დამუშავებაზე რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.გისურვებთ წარმატებას!
საწარმოს დასუფთავების სპეციალისტი
brand1
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-07-01 - 2026-11-30
ნუტრიმაქსი საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად ორ მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის.კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აზიის და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: www.nutrimax.geკომპანია ,,ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას საწარმოს დასუფთავების სპეცისლისტის პოზიციაზე.სამუშაო ადგილი - თბილისი, ზემო ფონიჭალაანაზღაურება - 1200 ლარისამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი (09:00-16:00); შაბათი (09:00-14:00)დამატებითი ბენეფიტები - ტრანსპორტირება (მეტრო ისნიდან), კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დატოვოთ თქვენი საკონტაქტო მონაცემები.