ნუტრიმაქსი საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად 2 მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის.
კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.
სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.
დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: www.nutrimax.ge
კომპანია „ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: სოფელი გამარჯვება.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი -პარასკევი, 09:30-17:30საათი;
ანაზღაურება: 1800 ₾ (ხელზე ასაღები თანხა)
ძირითადი მოვალეობები:
- წარმოების პროცესების ეფექტური კონტროლი გადახრების დროულად და რაც შეიძლება სრულყოფილად იდენტიფიცირებისათვის;
- იდენტიფიცირებული დარღვევების შესახებ რეგულარული, დროული და ინფორმატიული რეპორტების წარმოება;
- შეუსაბამობების მიზეზების დადგენაში მონაწილეობა და რეკომენდაციების გაცემა;
- აღმოჩენილი გადახრების აღმოფხვრის ღონისძიებების მონიტორინგი და ეფექტურობის შეფასება;
- კონტროლის გეგმის მიხედვით ყოველდღიური საქმიანობის მკაფიოდ განსაზღვრა;
- კონტროლის მეთოდებისა და მექანიზმების საუკეთესო პრაქტიკების მოძიება და დანერგვა;
- საკონტროლო წერტილებისა და კონტროლის მექანისმების განსაზღვრაში მონაწილეობა;
- საკონტროლო წერტილების თანმიმდევრობისა და დროების განსაზღვრა წარმოების პროცესში მიმდინარე კონტროლისას მინიმალური შეფერხებით ჩასატარებლად და შესაბამისი მექანიზმების განვითარება;
- კონტროლის გეგმის ზედმიწევნით შესრულება;
- კონტროლის შედეგების შედარებითი ანალიზი წინა პერიოდებთან (მაგალითად, თვის, კვარტლის ან წლიური ცვლილებები);
- თანამშრომელთა ცოდნის გაღრმავება ხარისხის მოთხოვნებისა და კონტროლის პროცესების შესახებ;
- საწარმოს გუნდთან რეგულარული სამუშაო შეხვედრების ჩატარება;
- შედგენილი დოკუმენტაციის რეპორტინგის ერთიან ბაზაში ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
- შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
- განათლება - უმაღლესი განათლება სურსათის უვნებლობის, კვების ტექნოლოგიის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- ინგლისური ენა B2, რუსული B1;
- ციფრული პლათფორმების და საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft – MS OFFICE, Teams, Planne, Sharepoint).
- ძირითადი სტანდარტების, რეგულაციების და გაიდლაინების ცოდნა - HACCP, ISO 22000.
პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- დროის მენეჯმენტი;
- დისციპლინარულობა.
დამატებითი ბენეფიტები:
- ტრანსპორტირება (მეტრო ისნიდან ან ქალაქ რუსთავიდან)
- კვება
- ჯანმრთელობის დაზღვევა
ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.