დამხმარე ოპერატორი
10-11-2026 - 11-12-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანია „ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას ელევატორის დამხმარე ოპერატორის პოზიციაზე.

„ნუტრიმაქსი“ ფერმერული და კომპანიონი ცხოველების საკვების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც მუდმივად ზრუნავს წარმოების განვითარებასა და გუნდის გაძლიერებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ელევატორის ოპერატორების დახმარება ყოველდღიური სამუშაო პროცესების განხორციელებაში;

  • ნედლეულის მიღების, გადატვირთვისა და გადაადგილების პროცესში მონაწილეობა;

  • ელევატორის დანადგარებისა და მოწყობილობების მუშაობის პროცესის მონიტორინგში დახმარება;

  • სამუშაო სივრცისა და დანადგარების სისუფთავის უზრუნველყოფა;

  • ტექნიკური გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში პასუხისმგებელი პირის ინფორმირება;

  • შრომის უსაფრთხოების წესებისა და კომპანიის შიდა რეგულაციების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია საწარმოო გარემოში მუშაობის გამოცდილება;

  • ტექნიკური საკითხების მიმართ ინტერესი და სწავლის სურვილი;

  • ფიზიკური სამუშაოს შესრულების მზაობა;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალების მიმართ ყურადღება;

  • გუნდური მუშაობის უნარი და დისციპლინირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;

  • პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარების შესაძლებლობას;

  • გამოცდილ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;

  • პროფესიული ზრდის პერსპექტივას.

სამუშაო ადგილი: ზემო ფონიჭალა, ლ.ღოღობერიძის 67ბ

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00; შაბათი 09:00-16:00

ანაზღაურება: 1500 ლარი

კომპანია უზრუნველყოფს: კვებას, ტრანსპორტირებას (ისნის მეტროს ტერიტორიიდან), ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე. 

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!