თანხმობა
აპლიკანტის თანხმობა
პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე
წინამდებარე დოკუმენტით ვაცხადებ თანხმობას ჩემ მიერ self.ge განთავებულ/ატვირთულ განაცხადში / რეზიუმეში / CV-ში ან/და ნებისმიერ სხვა დოკუმენტაციაში მითითებული პერსონალური მონაცემების შპს „ნუტრიმაქსი“-ს მიერ (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი; ს.ნ.: 206330709; მისამართი: ქ. თბილისი, კრწანისის რაიონი, ლევან ღოღობერიძის ქუჩა, N67ბ, შემდგომში - „კომპანია“) შპს ,,ნუტრიმაქსი“ 3 წლის განმავლობაში ნებისმიერი ფორმით (მათ შორის და არამხოლოდ, შეგროვება, ორგანიზება, დაჯგუფება, შენახვა, შეცვლა, დაზუსტება, აღდგენა, დეპერსონალიზაცია, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება) დამუშავებაზე.
ჩემთვის ცნობილია, რომ კომპანია უზრუნველყოფს ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავებას კომპანიასთან ჩემი შესაძლო თანამშრომლობის მიზნით, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, კომპანიაში დასაქმებას, კომპანიის მიერ შრომის ხელშეკრულების გაფორმებისა და შრომითი ურთიერთობის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, სტაჟირებას ან/და ჩემს ჩართულობას კომპანიის სხვადასხვა პროექტში.
ასევე, ჩემთვის ცნობილია, რომ კომპანიამ შესაძლოა გადასცეს ჩემი პერსონალური მონაცემები მასთან დაკავშირებულ/აფილირებულ პირებს, შვილობილ კომპანიას ან/და სხვა მესამე პირებს, როგორებიცაა: შპს ,,Petfood” აღნიშნულთან დაკავშირებით ვაცხადებ თანხმობას. პერსონალური მონაცემების მესამე პირებზე გადაცემა მოხდება საჭიროებისა და აუცილებლობიდან გამომდინარე, წინამდებარე თანხმობის ფორმაში განსაზღვრული მიზნით.
ამასთან ვადასტურებ, რომ ჩემთვის ცნობილია პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული ჩემი უფლებები, მათ შორის და არამხოლოდ პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან ან/და ჩემს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებასთან, მათ გაცნობასთან, დამუშავებული მონაცემების ასლების მოთხოვნასთან და მიღებასთან, ინფორმაციის გასწორების, განახლების, დამატების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების მოთხოვნის, წინამდებარე თანხმობის გამოთხოვასთან დაკავშირებული და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებები.
ჩემთვის ცნობილია, რომ ზემოთხსენებული უფლებების განხორციელება შემიძლია კომპანიის ადამიანური რესურსების დეპარტამენტისთვის მიმართვის გზით, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: recruiting@nutrimax.ge.
შენიშვნა: ყოველგვარი გაუგებრობის გამორიცხვის მიზნით აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა განხორციელდება არამხოლოდ ერთჯერადად, აპლიკანტის მიერ მითითებულ პოზიციაზე დასაქმებულთა შერჩევის პროცესში, არამედ კომპანიის მიერ სხვა პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაშიც (შესაბამისად, კომპანია შეინახავს აპლიკანტის მიერ ატვირთულ დოკუმენტაციას წინამდებარე თანხმობის ფორმაში მითითებული ვადით და გამოიყენებს მას შემდგომი ვაკანსიების არსებობის შემთხვევაშიც, თუ მის მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის ეტაპზე არ მოხდება აპლიკანტის დასაქმება).
ყოველივე ზემოთხსენებულის გათვალისწინებით, გამოვხატავ ჩემს უპირობო თანხმობას კომპანიის მიერ წინამდებარე თანხმობის ფორმაში მითითებული პირობებისა და მიზნების, ასევე საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და არ გამაჩნია რაიმე სახის პრეტენზია აღნიშნულთან დაკავშირებით.