დაფასოების ხაზის ოპერატორი
01-07-2026 - 03-08-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ნუტრიმაქსი საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად 2 მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე  ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის.  

კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.  

სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.  

დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: www.nutrimax.ge  

 კომპანია ,,ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას დაფასოების ხაზის ოპერატორის პოზიციაზე. 

პოზიციაზე მივესალმებით როგორც გამოცდილ, ასევე დამწყებ კომუნიკაბელურ, დეტალებზე ორიენტირებულ კანდიდატებს. 

  • სამუშაო ადგილი - სოფელი გამარჯვება; ფონიჭალა; 
  • სამუშაო გრაფიკი - დინამიური გრაფიკი, ცვლადი გრაფიკი; 
  • დამატებითი ბენეფიტები - ტრანსპორტირება (მეტრო ისნიდან და რუსთავიდან); კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა. 
  • ანაზღაურება -  საშუალოდ 1500- 2000 ლარი.

ძირითადი მოვალეობები: 

  • მზა პროდუქციის დაფასოება და შესაბამის ტომრებში ჩამოყრა; 
  • დაფასოების პროცესში პროდუქციის  და ტომრების ხარისხის კონტროლი; 
  • ტომრების დაფასოების პროცესში ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფა; 
  • ეტიკეტირებული ტომრების მიღება და აღრიცხვა; 
  • წარმოების დადგენილი ბლანკების შევსება. 

ძირითადი მოთხოვნები: 

  • საშუალო განათლება;  
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. 

ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობი გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებას!

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!