კომპანია „ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას ავტოდამტვირთველის მძღოლის / საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ზემო ფონიჭალა, ლ.ღოღობერიძის 67ბ.
სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი – პარასკევი: 09:00–18:00
შაბათი: 09:00–16:00
ანაზღაურება: 1 700 ₾ ხელზე
ბენეფიტები:
- კვება;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ტრანსპორტირება (მეტრო ისნის ტერიტორიიდან).
ძირითადი მოვალეობები:
- მზა პროდუქციის მიღება და დასაწყობება;
- ავტოდამტვირთველის მართვა;
- პროდუქციის საწყობში სწორად და უსაფრთხოდ განთავსება;
- მზა პროდუქციის ავტოდამტვირთველით გადატანა;
- ტრაილერებისა და სატვირთო ავტომობილების პროდუქციით დატვირთვა;
- დატვირთვა-გადმოტვირთვის პროცესში პროდუქციის უსაფრთხო განთავსების უზრუნველყოფა;
- საწყობის ტერიტორიაზე პროდუქციის გადაადგილება შესაბამისი წესების დაცვით.
ძირითადი მოთხოვნები:
- ავტოდამტვირთველის მართვის გამოცდილება;
- საწყობში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- დატვირთვა-გადმოტვირთვის პროცესში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- პასუხისმგებლობისა და ყურადღების მაღალი დონე.
კომპანიის შესახებ:
„ნუტრიმაქსი“ საკვების წარმოების სფეროში 15-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც აერთიანებს ორ მაღალტექნოლოგიურ საწარმოსა და თანამედროვე ლაბორატორიებს.
კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია როგორც ადგილობრივ, ისე ამიერკავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.
დამატებითი ინფორმაცია: www.nutrimax.ge
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.
ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვასა და დამუშავებაზე რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.