კომპანია „ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას ელევატორის დამხმარე ოპერატორის პოზიციაზე.
„ნუტრიმაქსი“ ფერმერული და კომპანიონი ცხოველების საკვების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც მუდმივად ზრუნავს წარმოების განვითარებასა და გუნდის გაძლიერებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
ელევატორის ოპერატორების დახმარება ყოველდღიური სამუშაო პროცესების განხორციელებაში;
ნედლეულის მიღების, გადატვირთვისა და გადაადგილების პროცესში მონაწილეობა;
ელევატორის დანადგარებისა და მოწყობილობების მუშაობის პროცესის მონიტორინგში დახმარება;
სამუშაო სივრცისა და დანადგარების სისუფთავის უზრუნველყოფა;
ტექნიკური გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში პასუხისმგებელი პირის ინფორმირება;
შრომის უსაფრთხოების წესებისა და კომპანიის შიდა რეგულაციების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასურველია საწარმოო გარემოში მუშაობის გამოცდილება;
ტექნიკური საკითხების მიმართ ინტერესი და სწავლის სურვილი;
ფიზიკური სამუშაოს შესრულების მზაობა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალების მიმართ ყურადღება;
გუნდური მუშაობის უნარი და დისციპლინირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
სტაბილურ სამუშაო გარემოს;
პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარების შესაძლებლობას;
გამოცდილ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;
პროფესიული ზრდის პერსპექტივას.
სამუშაო ადგილი: ზემო ფონიჭალა, ლ.ღოღობერიძის 67ბ
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00; შაბათი 09:00-16:00
ანაზღაურება: 1500 ლარი
კომპანია უზრუნველყოფს: კვებას, ტრანსპორტირებას (ისნის მეტროს ტერიტორიიდან), ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!