მარკეტინგის სპეციალისტი
03-06-2026 - 05-07-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ნუტრიმაქსი საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად ორ მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე  ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის.  

კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.  

სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.  

 დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: www.nutrimax.ge  

კომპანია ,,ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე. 

პოზიციაზე მივესალმებით კომუნიკაბელურ, კრეატიულ, ინიციატივიან, დეტალებზე ორიენტირებულ, დროის ეფექტურად მართვის უნარების მქონე კანდიდატებს. 

სამუშაო ადგილი - თბილისი, ზემო ფონიჭალა (პოზიციაზე გათვალისწინებულია მივლინებები) 

სამუშაო გრაფიკი - 09:30 – 17:30 (ორშაბათი-პარასკევი);

ანაზღაურება - 1500 - 2000 ლ. (Net);

დამატებითი ბენეფიტები - ტრანსპორტირება (მეტრო ისნიდან), კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი მოვალეობები: 

  • მარკეტინგული პროექტების დაგეგმვა და ეფექტური აღსრულება; 
  • ციფრული მედია არხების მხარდაჭერა/განვითარება; 
  • მარკეტინგული მასალების შექმნაში მონაწილეობა; 
  • საკომუნიკაციო არხებისა და გაყიდვების არხების მარკეტინგული მხარდაჭერა; 
  • ღონისძიებების და გამოფენების ორგანიზება; 

 

ძირითადი მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება, პოზიციაზე განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც; 
  • მარკეტინგის სპეციალისტის ან მომიჯნავე პოზიციებზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; 
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (მინიმუმ B2 დონე); 

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.  

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<