საწყობის ოპერაციების მენეჯერი
19-06-2026 - 31-07-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ნუტრიმაქსი საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად 2 მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე  ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის.  

კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.  

სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.  

 დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: www.nutrimax.ge  

 

კომპანია ,,ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე. 

პოზიციაზე მივესალმებით გამოცდილ, კომუნიკაბელურ, დეტალებზე და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს. 

  • სამუშაო ადგილი - სოფელი გამარჯვება 
  • სამუშაო გრაფიკი - 09:00-18:00 (ორშ-პარ), 09:00-16:00 (შაბათი) 
  • დამატებითი ბენეფიტები - ტრანსპორტირება (მეტრო ისნიდან ან რუსთავიდან); კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა.

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • ნედლეულის მართვა: ნედლეულის მიღების, ხარისხიანი დასაწყობებისა და ზუსტი აღრიცხვის პროცესის სრული მართვა; 
  • მარაგების კონტროლი: მზა პროდუქციის მიღება-გაცემის, ნაშთების მონიტორინგისა და შესაბამისი პროგრამული (ERP) აღრიცხვის უზრუნველყოფა; 
  • დოკუმენტბრუნვა: სასაწყობე დოკუმენტაციის დროული წარმოება და კონტროლი; 
  • უსაფრთხოება და ხარისხი: საწყობში შრომის უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების (ISO/HACCP) ზედმიწევნითი დაცვა; 
  • გუნდის ლიდერობა: დაქვემდებარებული გუნდის ეფექტური მართვა, მოტივირება და სამუშაო პროცესების კოორდინაცია; 
  • ოპტიმიზაცია: სასაწყობე და საწარმოო ოპერაციების მუდმივი ანალიზი, ეფექტურობის გაზრდა და გაუმჯობესების ინიციატივების დანერგვა. 

 

ძირითადი მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება; 
  • გუნდის მართვის გამოცდილება; 
  • ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნაც); 
  • სასაწყობე პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა. 

 

 

ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. 

 

გისურვებთ წარმატებას!����

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<