ნუტრიმაქსი საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად ორ მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის.
კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.
სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.
დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: www.nutrimax.ge
კომპანია ,,ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის ოპერაციების მენეჯერის Პოზიციაზე.
აღნიშნულ პოზიციაზე მომუშავე ადამიანის მთავარი მოვალეობა იქნება დაგეგმოს და აკონტროლოს შეკვეთის მიღებიდან - პროდუქციის მიწოდებამდე მიმდინარე სრული ციკლი.
სამუშაო ადგილი - თბილისი, ზემო ფონიჭალა;
სამუშაო გრაფიკი - სრული (ორშ-პარ 9:30-17:30);
კომპანია დამატებით უზრუნველყოფს: ტრანსპორტირებას (მეტრო ისნიდან), კვებას და ჯანმრთელობის დაზღვევას.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- შეკვეთის სრული პროცესის მართვის უზრუნველყოფა - შეკვეთის მიღებიდან-მიწოდებამდე;
- დამკვეთის მიერ შეკვეთილი პროდუქტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
- კომპანიის შიდა ჯგუფებისგან პროდუქტის მომზადების შესახებ საჭირო ინფორმაციის მიღება;
- პროდუქტის წარმოების, შეფუთვისა და ეტიკეტირების პროცესების კოორდინირება;
- დატვირთვისა და მიწოდების პროცესების მონიტორინგი - ვადების, უსაფრთხოების და დოკუმენტაციის სიზუსტის დაცვით.
- ლოგისტიკური და სატრანსპორტო ოპერაციების დაგეგმვა, კერძოდ ლოგისტიკურ კომპანიებთან კომუნიკაცია და ექსპორტისა და დოკუმენტაციის შესაბამისობის კონტროლი;
- ტვირთის გადაადგილების მონიტორინგი და შეფერხებების შემთხვევაში ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა;
- შეკვეთების შესრულების პროგრესის მონიტორინგი;
- კომპანიის შიდა გუნდებთან და კლიენტებთან ეფექტური და გამჭვირვალე კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- ოპერაციული შეფერხებების პრევენციის მიზნით სხვადასხვა ტიპის რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი მხარეების დროული ინფორმირება;
ძირითადი მოთხოვნები:
- ექსპორტის დოკუმენტაციის და ლოგისტიკის პრინციპების ცოდნა.
- დეტალებზე ორიენტირებულობა და პროცესების კონტროლის უნარი.
- MS Excel / ERP / ოპერაციული სისტემებით მუშაობის უნარი
პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ძლიერი ორგანიზაციული და პროექტების მართვის უნარები;
- კომუნიკაციისა და კოორდინაციის მაღალი დონე;
- პრობლემის გადაჭრის უნარი და დროის ეფექტური მართვა;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა არაუგვიანეს 16 მარტისა.
გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.