წარმოების ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი
23-12-2025 - 31-05-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ნუტრიმაქსი საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად ორ მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე  ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის.  

 

კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.  

სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.  

 

დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: www.nutrimax.ge  

 

კომპანია ,,ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას წარმოების ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის პოზიციაზე. 
 

სამუშაო გრაფიკი - 09:30 – 17:30 (ორშაბათი - პარასკევი);

ანაზღაურება - 2200 – 2500 ლარი (ხელზე ასაღები);  

დამატებითი ბენეფიტები - ტრანსპორტირება (მეტრო ისნიდან), კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა. 

ძირითადი მოვალეობები: 

  • პროცედურების გაწერის და დანერგვის უზრუნველყოფა საწარმოს დონეზე; 
  • საწარმოში მიმდინარე პროცესების მუდმივი მონიტორინგი და ხარისხის სტაბილურობის უზრუნველყოფა და რეპორტინგი შესაბამის პირებთან; 
  • აღმოჩენილ შეუსაბამობებზე დროული და ეფექტური რეაგირება, ქმედებების დაგეგმვა-კოორდინაცია; 
  • HACCP გუნდის ლიდერის ფუნქციები - საფრთხის ანალიზი, საფრთხის კონტროლის გეგმის განახლება, PRP გეგმების მართვა; 
  • ხარისხის უზრუნველყოფის ფორმატის წარმართვა; 
  • წარმოებაში მომუშავე თანამშრომლებისთვის შესაბამისი სწავლებების უზრუნველყოფა; 
  • შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა. 

 

ძირითადი მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება სურსათის უვნებლობის, კვების ტექნოლოგიის ან  საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით; 
  • ხარისხის კონტროლის ან უზრუნველყოფის მენეჯერის პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; 
  • წარმოების მიმართულებით  სამუშაო გამოცდილება; 
  • ინგლისური ენის (B2) და რუსული ენის ცოდნა (B1);  
  • ციფრული პლატფორმების და საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft – MS OFFICE, Teams, Planner, Sharepoint..) 
  • HACCP მართვის გამოცდილება, საკანონმდებლო მოთხოვნების ცოდნა; 
  • დოკუმენტების წარმოების და მართვის გამოცდილება.
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!