ნუტრიმაქსი საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად ორ მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის.
კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აზიის და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.
სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.
დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: www.nutrimax.ge
კომპანია ,,ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - თბილისი, ზემო ფონიჭალა
ანაზღაურება - 2000 (net.)
სამუშაო გრაფიკი - 09:30 – 17:30 (ორშაბათი-პარასკევი)
დამატებითი ბენეფიტები - ტრანსპორტირება (მეტრო ისნიდან), კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა.
ძირითადი მოვალეობები:
-
შეკვეთების მიღება, დამუშავება და წარმოებაში გადამისამართება;
-
შეკვეთების შესრულების პროცესის მონიტორინგი და კოორდინაცია;
-
საერთაშორისო გადაზიდვების ორგანიზება და კოორდინაცია;
-
გადამზიდავების მოძიება, შერჩევა და მოლაპარაკებების წარმოება (საზღვაო, საავტომობილო, სარკინიგზო);
-
სატრანსპორტო ხარჯების ანალიზი და ოპტიმიზაცია;
-
ექსპორტის დოკუმენტაციის სრულად და სწორად მომზადება (Invoice, Packing List, CMR, ვეტერინარული სერთიფიკატი და სხვა);
-
საბაჟო პროცედურების კოორდინაცია და შესაბამისი მოთხოვნების დაცვა;
-
კომუნიკაცია დამკვეთებთან, გადამზიდავებთან და ოფიციალურ ორგანოებთან;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება საბაჟო მიმართულებით;
- საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (მინ. B2).
ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
გისურვებთ წარმატებას!